LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლიანი მთები: ფედერერი ექსტრემალ მოგზაურს შვეიცარიის მთებში ეთამაშა

31

როჯერ ფედერერმა ბეარ გრილსთან ჩოგბურთი თოვლიან მთებში ითამაშა.
შვეიცარიელი სპორტით დაკავებისათვის უვარგის პირობებში იმყოფებოდა.

ავსტრალიის 2017 წლის ღია პირველობის ჩემპიონმა ჩემპიონის თასი ამჯერად შვეიცარიის მთებში აღმართა, სადაც იგი გარკვეული პერიოდი ცნობილ ბრიტანელ მოგზაურთან, ბეარ გრილსთან ერთად ცხოვრობდა. როჯერმა ექსტრემალთან ჩოგბურთი ითამაშა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შემდეგ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

ფედერერი ამ დროისათვის ATP-ის რეიტინგში მეცხრე ადგილს იკავებს. კარიერაში მას მსოფლიო ჩოგბურტის ისტორიაში ყველაზე მეტი, 18 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული.

რაც შეეხება ბეარ გრილსს, იგი გახლავთ გადაცემა ”გადარჩენა ნებისმიერ ფასად” ყოფილი წამყვანი, რომელიც Discovery-ზე გადის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები