LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „როცა ჩვენს კოლეგებს თბილისში საქმის კეთება ეზარებათ და დასვენება მოუნდებათ იტყვიან: „წავედით რეგიონებში“ – ხალხს ჰგონია, რომ საქმეზე არიან წასულები“ 

130
იაგო ხვიჩია

„რო­დე­საც ჩვენს კო­ლე­გებს თბი­ლის­ში საქ­მის კე­თე­ბა ეზა­რე­ბათ და დას­ვე­ნე­ბა მო­უნ­დე­ბათ, იტყვი­ან, რომ „წა­ვე­დით რე­გი­ო­ნებ­ში” – კაც­მა არ იცის რე­გი­ო­ნებ­ში რას აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ საქ­მე­ზე არი­ან წა­სუ­ლე­ბი“, – ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის” ლი­დერ­მა, იაგო ხვიჩი­ამ გა­ნა­ცხა­და.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ახლა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს საქ­მის კე­თე­ბა თუ უნ­დათ, დე­და­ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა.

„ჩემი აზ­რით, ახლა საქ­მის კე­თე­ბა თუ გინ­და დე­და­ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ჯერ გეგ­მა არ გაქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი – რას აკე­თებ, ვის­თან ერ­თად აკე­თებ, რას აპი­რებ, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რომ მარ­თლა გად­მო­გა­ბა­როს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. ~

იაგო ხვიჩია: „როცა „ნაცების“ დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ „ნაცების“ დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს – „ქართული ოცნება“ გაკოტრებულია, მას დაპირების გაცემაც არ შეუძლია“

ამ კი­თხვებ­ზე რომ პა­სუ­ხი არ გაქვს და რე­გი­ო­ნებ­ში მი­ქუს­ლავ ვი­თომ საქ­მის გა­სა­კე­თებ­ლად, ჩემი აზ­რით, ეს არის არ­გუ­მენ­ტი „შა­ტა­ლოს­თვის“. სად წახ­ვე­დი და „გაკ­ვე­თი­ლებს ვაც­დენ­დიო“ ხომ არ ეტყვი – „რე­გი­ო­ნებ­ში ვი­ყა­ვი, ხალ­ხს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დიო” ეტყვი და ამას ვინ შე­გიმოწ­მებს რე­გი­ო­ნებ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ხარ თუ ე.წ ზაგ­რის მი­სა­ღე­ბად”. – განაცხადა იაგო ხვი­ჩი­ამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g