LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაც მომენტში უკეთ დავწერ ჩემს ძმაზე და იმ ღირსეულ, ერთიან სიტუაციაზე, რაც სვანეთში მისი ძებნის და პოვნის დროს იყო, სვანურ დატირებასა და გაცილებაზე, რომელიც ასე მოუხდა და იმსახურებდა“ – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის და

366
არჩილ ბადრიაშვილი

სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე, ტრაგიკულად დაღუპულ 34 წლის ალპინისტს, არჩილ ბადრიაშვილს 15 აგვისტოს დაკრძალავენ.

ვიდეო: „ასე ღირსეულად გამოაცილა სვანეთმა არჩილი… სვანური დატირება… დედას შვილი გამოატანეს ბიჭებმა“ – სვანეთიდან ტრაგიკულად დაღუპული ალპინისტის ცხედარი გადმოასვენეს… ვრცელ­დე­ბა უმ­ძი­მე­სი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, სა­დაც სვა­ნუ­რი და­ტი­რე­ბაა ასა­ხუ­ლი

ამის შესახებ ინფორმაციას არჩილ ბადრიაშვილის და სოციალურ ქსელში ავრცელებს და გარდაცვლილი ძმის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„აჩის პანაშვიდი იქნება დღეს და ხვალ 5 საათიდან. მიხელ ზანდუკელის 21 ნომერში. გასვენება ხუთშაბათს, 15 აგვისტოს. გასვენების დეტალები დაზუსტდება და შეგატყობინებთ.

რაღაც მომენტში უკეთ დავწერ ჩემს ძმაზე და იმ ღირსეულ, ერთიან სიტუაციაზე, რაც სვანეთში მისი ძებნის და პოვნის დროს იყო. სვანურ დატირებასა და გაცილებაზე, რომელიც ასე მოუხდა და იმსახურებდა. იმ მისთვის ძვირფას ადამიანებზე, რომლებიც მის საპოვნელად ძალიან სახიფათო ადგილებში უსწრაფესად შევიდნენ და ძალა არ დაიშურეს, რომ ეპოვათ.

ყველაზე მეტად მთაში, მითუმეტეს სვანეთში (მისთვის ყველაზე შინაური და საყვარელი მხარე) წასვლა შეეფერებოდა და ასეც უნდოდა თუ ნაადრევად წასვლა ეწერა. მთლიანად შხელდის ტრავერსი იყო ხალისით და სიცილით სავსე, ბოლო ზარი იყო ბედნიერი.

„ბავშვობაში საჭიდს ვერ სწვდებოდა, ბოლომდე ეწვალა, არ მოეშვა მანამ, სანამ მთელმა დარბაზმა ტაში არ დაუკრა და „სიმბა“ არ იძახა… შემდეგ გაღიმებული და ამაყი დაეშვა“ – გიორგი კომახიძე არჩილ ბადიაშვილზე

ბოლო წუთებში იყო თავის ბიჭებთან ერთად, რომლებზეც მზე და მთვარე ამოსდიოდა და ყველაზე დიდი შვება მისთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც არის ის, რომ მისი სამი ჯილა ცოცხალი დავიბრუნეთ, თუმცა ასე დაღდასმულები.

ძალიან ბევრი მისთვის ახლობელი ადამიანი ეძებდა, მისთვის ძვირფასმა სვანმა მაშველმა ბიჭებმა იპოვეს (მათ სახელებსაც დავწერ შემდეგ) და დააბრუნეს.

არც წარმომიდგენია, როგორი იყო გიო ნიგურიანის და ბესო ხერგიანისთვის აჩისთვის სამაშველოს დაგეგმვა და მოწყობა, როცა ერთ ოჯახად უცხოვრიათ.

ახლა ძალიან ბევრი ადამიანის სახელს უნდა ვწერდე და აუცილებლად დავწერ, მაგრამ იქამდე:

ჰე, გიო… ბაქარ, თემო! მე მაინც ხომ ვიცი, რა ელდით და რა გულით, რა სიჩქარით ეძებდით თქვენს ბიჭს. გისამძიმრებთ.

და აქვე, აჩის ნაწერი ოდეს მთაში წასვლამდე: ნახვამდის ხალხნო!

ჩვენ ერთ მთვარეს და მზეს დავინახავთ და უხილავ გზაჯვარედინებზე შევხვდებით.

ბედნიერად და გასაჭირში მხნედ!

ფოტო: იმდღეს. 1 აგვისტო, ორნი თეთნულდზე“, – წერს არჩილ ბადრიაშვილის და სოციალურ ქსელში.

„მთასავით დიდებული და სუფთა ბიჭი იყო არჩილი, საიმედო და საამაყო! შხელდამ ჩაიხუტა გულში, ნაპრალმა ჩაჰკიდა ხელი, მყინვარმა გადახვია მხარი, მთამ მისად დაიტოვა ჩვენი მეგობარი… ცოცხალ ლეგენდებს ვერ იტევს მიწა! ეპოქის დასასრული!“ – მეგობრები ტრაგიკულად გარდაცვლილ არჩილ ბადრიაშვილს ემშვიდობებიან

აჩის პანაშვიდი იქნება დღეს და ხვალ 5 საათიდან. მიხელ ზანდუკელის 21 ნომერში. გასვენება ხუთშაბათს, 15 აგვისტოს. გასვენების…

Posted by Ruska Badriashvili on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024

„არჩილ, შენს გამო მიყვარდა მთაში სიარული… შეხვედრამდე ძმაო“ – რას წერს გუგა ქაშიბაძე მწვერვალ შხელდაზე, ტრაგიკულად გარდაცვლილი 34 წლის ალპინისტის, არჩილ ბადრიაშვილის შესახებ

„ის ბიჭი, მეხმა რომ ჩამოაცილა, კარგად ვიცოდი და ცოტათი ვიცნობდი კიდეც“ – მწვერვალ შხელდაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილია

„აჩო ბავშვობიდან განსხვავებული და გამორჩეული იყო, ზღაპრული სამყაროს გმირი გახდა, ზუსტად იცოდა, რომ მწვერვალებზე კი არა, საკუთარ თავზე იმარჯვებს… გვიყვარხარ ჩემო უმცროსო ძმაო და უფროსო რაინდო, შენ სულ ელვასავით ინათებ ჩვენს მეხსიერებაში“ – რატი ამაღლობელი არჩილ ბადრიაშვილზე

„მთამსვლელობა პირველ რიგში, ფსიქოლოგიაზე და შემართებაზე დგას, შეიძლება ძლიერი იყო, მაგრამ ვერ გაბედო – თითქოს ხმალს ლესავ და ბრძოლაში წასასვლელად ემზადები“ – როგორ დაიწყო მთამსვლელობა და ვინ იყო უმაღლესი ჯილდოს მფლობელი არჩილ ბადრიაშვილი

„ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება, სხვანაირად არ გამოვა, ცას მისი ვალი აქვს…“ – გიორგი კეკელიძე არჩილ ბადრიაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g