LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ევროპაში ტურისტებისთვის შეზლონგების ჩამორთმევა დაიწყო

123
Screenshot 2024-08-14 104857

ევროპაში მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ფონზე პოლიციამ დამსვენებლებს პლაჟებზე შეზლონგებისა და ქოლგების ჩამორთმევა დაიწყო. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ესპანეთის ზოგიერთ კურორტზე, ისევე როგორც ბალეარისა და კანარის კუნძულებზე, ხელისუფლებამ დააწესა ჯარიმები მოგზაურებისთვის, რომლებიც სანაპიროებზე ლანჩის დროს ან ღამით ტოვებენ საკუთარე ნივთებს საუკეთესო ადგილების შესანახად.

პოლიციამ ტურისტებისთვის შეზლონგების ჩამორთმევა და პოლიციის განყოფილებებში გადატანა დაიწყო. მათი დამსვენებლებს დამსვენებლებს 250 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

მანამდე მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ ათეულობით მომიტინგე შეიკრიბა მაიორკას სანაპიროზე. კურორტზე ნასვამი დამსვენებლების გამო ხალხმა მჯდომარე აქცია მოაწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები