LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე საიმედო ავტომობილები ჩამოთვალეს

135
Screenshot 2024-08-14 121000

პიკაპი Toyota Tundra მსოფლიოში ყველაზე საიმედო მანქანად აღიარეს.
გამძლეობის უახლესი რეიტინგი ამერიკული საავტომობილო კლასიფიკაციის iSeeCars-ის ექსპერტებმა შეადგინეს. კვლევის ფარგლებში შეაფასეს 2021 წლიდან 2023 წლამდე გაყიდვები. მთავარი პირობა იყო იმის ალბათობა, რომლითაც მანქანებს შეეძლოთ 400 ათას კილომეტრზე მეტის გავლა სერიოზული შეკეთების გარეშე.

კვლევის დროს ანალიტიკოსებმა შეაგროვეს მონაცემები ავტომობილის წლიური გარბენის შესახებ. აღმოჩნდა, რომ საშუალო ალბათობა იმისა, რომ მანქანამ 400 ათას კილომეტრზე მეტი გაიაროს, მხოლოდ 8,6 პროცენტია. ამავდროულად, რეიტინგი შეიცავს მოდელებს, რომლებისთვისაც ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია.

ექსპერტებმა ყველაზე საიმედო ავტომობილად Toyota Tundra პიკაპი აღიარეს, რომელსაც 400 000 კილომეტრზე მეტის გავლის 36,6 პროცენტიანი ალბათობა აქვს. „ტოიოტას“ კიდევ ორი სხვა მოდელია სამეულში: Sequoia და 4Runner SUVs, რომლებმაც გამოიმუშავეს 36.4 და 26.8 პროცენტი შესაბამისად.

სანდო მანქანების სიაში ასევე შედიან: Toyota Tacoma, Highlander Hybrid და Avalon, Honda Ridgeline, Pilot, Accord და CR-V, ასევე Chevrolet Suburban და Tahoe.

გარდა ამისა, ექსპერტებმა GMC Yukon და Sierra 1500, ისევე როგორც Lexus GX და Ford F-150, უპრობლემო მოდელებად დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები