LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მმართველი პარტია ოკუპანტ რუსეთს აძლევს არგუმენტს, რომ საქართველოს უფრო აქტიურად შეუტიოს საერთაშორისო არენაზე“ – გიგი წერეთელი

121
გიგი წერეთელი

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი წერეთელის განცხადებით, „მმართველი პარტია ოკუპანტ რუსეთს აძლევს არგუმენტს, რომ საქართველოს უფრო აქტიურად შეუტიოს საერთაშორისო არენაზე“.

გიგი წერეთლის თქმით, საქართველოს სიმართლის დამტკიცებას, რომ რუსეთი ოკუპანტია და მან მოახდინა ინტერვენცია 2008 წელს, წარმოუდგენლად დიდი შრომა და ბრძოლა დასჭირდა წლების განმავლობაში.

„ამას ეთანხმება პრაქტიკულად მთელი დემოკრატიული სამყარო, საერთაშორისო სასამართლოებში მოგებული საქმეებიც ამაზე მეტყველებს და ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციის რეზოლუციებსა და დოკუმენტებში ეს მკაფიოდ აღნიშნულია. ისინი რუსეთს მოუწოდებენ, ჯარები გაიყვანონ, უკანონო ინტერვენცია და ოკუპაცია დაასრულონ, რათა დევნილებმა შეძლონ სახლებში დაბრუნება.

ახლა, ამ ვითარებაში, როცა არ აღიარების პოლიტიკაც საქართველოს მხრიდან მდგრადია, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია იწყებს ახალ კამპანიას, უფრო სწორად, აგრძელებს ამ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ და რუსეთს აძლევს ხელში დამატებით არგუმენტს, რომ კიდევ უფრო აქტიურად შეუტიოს ჩვენ ქვეყანას საერთაშორისო არენაზე. სწორედ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, დამაზიანებელი და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g