„ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას, რომ ჩვენ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა და უსაფრთხოება“, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ახალი ელჩი, გარეთ უორდი აცხადებს ვიდეომიმართვაში, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
„მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი 25 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პირველად ვესტუმრე თქვენს საოცარ ქვეყანას…
დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას”, – ამბობს ქართულად ბრიტანეთის ახალი ელჩი.
გარეთ უორდმა 13 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ილია დარჩიაშვილმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.