„ქვეყნის სიყვარული, პროფესიონალიზმი, სანდოობა, კეთილსინდისიერება და ხალხის სიყვარული – ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებითაც ჩვენ შევარჩიეთ ჩვენი დელეგატები და არა მაჟორიტარები, როგორც ამას ჩვენი ოპონენტები ამბობენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ოლქებში „ქართული ოცნების“ დელეგატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ დელეგატებთან დაკავშირებით ოპოზიცია პიარის ცრუ გზას დაადგა.
„შესაბამის ოლქებში 30 ადამიანი ვერ შეარჩიეს, რომლებსაც მიაწერენ გვერდში, რომ ისინი იქნებიან საქართველო პარლამენტში მათი წარმომადგენელი გასვლის შემთხვევაში.
არც იმდენი რეიტინგი აქვთ, რომ გამსვლელის სიაში ჩაწერონ ასეთი ადამიანები, არც ავტორიტეტული ადამიანები ჰყავთ დელეგატებად რომ დააყენონ, ამიტომ ისინი ცრუ პიარის გზას დაადგნენ, როგორსაც აქამდე აკეთებდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.