ჯეი ლოს და ბენის დრამატული ისტორიის ფონზე მედია აქტიურად ინტერესდება ჯენიფერის ექს-პარტნიორებით. ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ არტისტის პირველი მეუღლე, ოხანი ნოა, რომელიც ბოლო პერიოდში სოც.მედია საგრძნობლად გააქტიურდა.
„ჯეი ლოს ელოდა ამდენი წელი“ – ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმარი, ოხანი ნოა გააქტიურდა
ამჯერად ტაბლოიდები კვლავ მარკ ენტონის განიხილავენ, რომელთანაც ჯეი ლო ხანგრძლივ ქორწინებაში იმყოფებოდა და რომლისგანაც ტყუპები, 16 წლის ემმა და მაქსი ჰყავს.
ამ ეტაპზე მარკ ენტონი ევროპულ ტურნეში იმყოფება და შთამბეჭდავ პერფორმანსებს „ინსტაგრამზე“ ინტენსიურად ავრცელებს. მისი გამოსვლები და მედიასთან ურთიერთობა სავსეა სითბოთი, სიყვარულითა და უშრეტი ტემპერამენტით. ცხადია, ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ ინტერნეტსივრცეში.
„აი ასეთი ტემპერამენტი სჭირდებოდა ჯეი ლოს და სანაცვლოდ ეს გაუგებარი მამაკაცი შერჩა ხელში“, „აი ეს ცეცხლი დააკლდა ჯეი ლოს“, „საოცარი ქიმია იყო მათ შორის“, „არადა კარგი წყვილი იყო“, – წერენ კომენტარებში.