LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემ მეუღლეს, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია… საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი“ – ვარკეთილში, მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

255
-2024-01-18_11-08-23_465104

მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, რომ გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი.

სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა.

„ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი.

„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე

რო­გორც ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა ცოლს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ა­ყე­ნა.

ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, – განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვარკეთილში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო

შეგახსენებთ, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ვარკეთილში, მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.

„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია.. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა“ – 27 წლის გოგოს მკვლელობის საქმის დეტალები

„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g