LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვარკეთილში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო

599
ვარკეთილში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი

„ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ვარკეთილში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო. არ არის გამორიცხული, დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნაც გაცემულია, რომლის მიხედვითაც, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო.

„ჩემს შვილს ქეთიმდე ჰყავდა პირველი ცოლი, რომელსაც ხშირი კონფლიქტების გამო გაშორდა“.. – რას წერია ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამის ჩვენებაში

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, გიორგი კავლელაშვილმა 27 წლის, ცოლი, ქეთევან ედიბერიძე 9 იანვარს, დამამძიმებელ გარემოებებში მოკლა. ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

„ექიმმა თქვა, არ იცის, რომ მეუღლე გარდაცვლილია და არ უნდა იცოდეს, რადგან შეიძლება დაზიანებები მიიყენოსო“ – ვარკეთილში, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია.. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა“ – 27 წლის გოგოს მკვლელობის საქმის დეტალები

„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

წყარო: ipn