LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმმა თქვა, არ იცის, რომ მეუღლე გარდაცვლილია და არ უნდა იცოდეს, რადგან შეიძლება დაზიანებები მიიყენოსო“ – ვარკეთილში, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

400
ing (3)

9 იანვარს, თბილისში, ვარკეთილში მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„მისი დაკითხვა ამ ეტაპისთვის შესაძლებელია.. სავარაუდოდ აქ მოვლენ“ – ვარკეთილში ცოლის სასტიკად მკვლელობისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება

სასამართლო პროცესი კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ გაიმართა, სადაც თავად ბრალდებული მკურნალობს.

„მამამთილი შესწრებია და ბავშვი გამოუყვანია.. ალბათ სიმთვრალეში პათოლოგიური გადახრები ჰქონდა“ – 27 წლის გოგოს მკვლელობის საქმის დეტალები

იმის გამო, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ იყო, პროცესი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ჩატარდა.

როგორც მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე:

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩავთვალე საქმეზე არსებობდა, როგორც მტკიცებულებითი, ისე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები.

ფაქტობრივი მტკიცებულებითი საფუძველი ეს არის მინიმალური სტანდარტი, რასაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებდა. ფორმალურ საპროცესო სამართლებრივ საფუძვლებში მოკლედ გეტყვით, დეტალებში აღარ მინდა ყურადღება გავამახვილო თავად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე“, – თქვა მოსამართლემ.

ამასთან, როგორც ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია:

„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის დეტალებზე ახლა ვერ გაგესაუბრებით, იმიტომ, რომ ჯერ დეტალურად არც გვისაუბრია. მოგეხსენებათ, გუშინ, ექიმის რეკომენდაციით მასთან საუბარი შესაძლებელი არ იყო. თვითონაც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. დანარჩენი კი, მის ფსიქიკურ შერაცხადობასთან, ქმედებასთან დაკავშირებით მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი, ასევე, საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები და საბოლოო ჯამში, ამის შემდეგ დადგინდება რეალობა.

ექიმმა ასე თქვა: არ იცის, რომ გარდაცვლილია და არ უნდა იცოდესო, იმიტომ, რომ შეიძლება დაზიანებები მიიყენოს და საშიში და საფრთხის მომცველიაო“ – განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

ცნობისათვის, ქმარმა ცოლს მრავლობითი დაზიანებები 8 იანვარს მიაყენა და თვითდაზიანებები მიიყენა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ქალი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g