ტელეარხ CTV News Montreal-ის საიტი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ძლიერი თოვლის გამო კვებეკში მომხდარი მასობრივი ავარიაა ასახული. მცირე დროში ერთმანეთს შეზღუდული ხილვადობის გამო 50 ავტომობილი შეეჯახა.
პროვინციის ჩრდილოეთ და ცენტრალურ მხარეებში 115-დან 30 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა, რასაც თან ძლიერი ქარი ახლდა. რგოლი Highway 10-ზეა ჩაწერილი და კევინ დეჟარდენ-ჟანის Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ჩანაწერის გაკეთებისას შოსეზე რამდენიმე ავტომობილი უკვე საგზაო შემთხვევის მსხვერპლია, თუმცა დანარჩენები მოყინული გზის გამო დამუხრუჭებას ვერ ახერხებენ.
ცნობილია, რომ სულ კვებეკში შუადღისას 100-ზე მეტი ავარია იყო დაფიქსირებული, დაიღუპა ერთი ადაიანი. კანადის საავტომობილო ასოციაციაში მძღოლებს რეკომენდაცია მისცეს ზამთრის საბურავები ზაფხულისაზე არ გადაეცვალათ, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით შეცვლა 15 მარტიდან არის დასაშვები.