LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი გიორგი კობერიძე… მშვიდობით მეგობარო… “ – გარდაცვლილ ჟურნალისტს, გიორგი კობერიძეს ხუთშაბათს, 29 აგვისტოს დაკრძალავენ

423
გიორგი კობერიძე

„მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა. ინფორმაცია გიორგის გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მძიმე სენს ებრძოდა.

გიორგის კოლეგები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ყველასთვის საყვარელ ჟურნალისტს, მეგობარს და კოლეგას ხუთშაბათს, 29 აგვისტოს დაკრძალავენ.

„ძალიან გვიჭირს ამ ამბის გამოქვეყნება… გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა… იყო პროფესიისთვის თავდადებული ადამიანი“ – კოლეგები გიორგი კობერიძეს ემშვიდობებიან

„გიორგი კობერიძის დაკრძალვა: ხუთშაბათს 29 აგვისტოს. გამოსვენება – წმიმდა გიორგის სახელობის ტაძრიდან, გლდანი ხიზანიშვილის ქუჩა.
პანაშვიდები: სამშაბათი-ოთხშაბათი.
მისამართი: გლდანი , მე-4 მიკრო , 111-ე კორპუსი, მე-3 სადარბაზო, მე-3 სართული…“ – წერს ჟურნალისტი მაკა ცინცაძე.

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს გიორგის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

გიორგი კობერიძის დაკრძალვა: ხუთშაბათს 29 აგვისტოს. გამოსვენება – წმიმდა გიორგის სახელობის ტაძრიდან, გლდანი ხიზანიშვილის…

Posted by მაკა ცინცაძე on კვირა, 25 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g