სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი-ბოლონიას“ მატჩი მიმდინარეობს.
ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ ტაიმში საგოლე პასი შეასრულა, მეორე ტაიმში კი გოლის გატანა მოახერხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში გატანილი პირველი გოლი ახალდაბადებულ შვილს მიუძღვნა.
შედეგად „ნაპოლი“ „ბოლონიას“ შინ 3:0 ამარცხებს.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძეს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.