5 წლის ბიჭი, რომელიც ვარკეთილში ბებიასთან ერთად დაიკარგა, იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ ბავშვის დედამ, ნუცა ლაბაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ორივე თავს კარგად გრძნობს.
„რამდენიმე წუთია რაც ვიპოვეთ, ჯანმრთელად არიან, ყველას დიდი მადლობა“, – აღნიშნა ნუცა ლაბაძემ „ფორტუნასთან“.
ცნობისთვის, ოჯახმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ 5 წლის ბიჭი ბებიასთან ერთად დაიკარგა.