LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცისანა სეფიაშვილი: „44 წლის ასაკში დამენგრა ოჯახი და ერთი წელი ვიყავი განცდებში. უცებ გამოვიხედე და ჩემს თავს ვუთხარი: ცისანა, 45 წლის ხარ, ერთი წელი განცდაში გაატარე, გაუშვი ეს ყველაფერი, იცხოვრე და იყავი ბედნიერი…“

5369
ცისანა სეფიაშვილი

ცისანა სეფიაშვილი პასუხობს ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას.

საოცრად გამოიყურები. ბევრ ქალს, ასაკის მატებასთან ერთად, უჩნდება კომპლექსი, გაამხილოს წლოვანება, შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი და ამისთვის მთელი რიგი კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება უწევთ. ამ მხრივ რას გვეტყვი?

მე წლოვანებას არასოდეს ვმალავ. 44 წლის ასაკში დამენგრა ოჯახი და ერთი წელი ვიყავი განცდებში. უცებ გამოვიხედე და ჩემს თავს ვუთხარი: ცისანა, 45 წლის ხარ, ერთი წელი განცდაში გაატარე, გაუშვი ეს ყველაფერი, იცხოვრე და იყავი ბედნიერი, შენ ხარ ბედნიერი დედა, გაქვს საყვარელი საქმე, ხარ წარმატებული, სულ ვითარდები და სამყარო აუცილებლად დაგაჯილდოებს. მე სულ ვვითარდები, არ შემიძლია ერთ ადგილას ყოფნა. მე არ ვარ მომღერალი, ეს არ არის ჩემი წარმატება. უბრალოდ, ვიმღერე, ხალხმა შემიყვარა და აქამდე მომიყვანა, როგორც მომღერალი ცისანა სეფიაშვილი. ამისთვის დიდი მადლობა მათ! თუმცა, კიდევ ვამბობ, მე არ ვარ მომღერალი, მაგრამ დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამ კუთხით შემიყვარა. მოკლედ, უცებ მივხვდი, რომ მე ჩემი თავი უნდა შევიყვარო და შევიყვარე, გავაგრძელე ცხოვრება და უცებ, 47 წლის ასაკში, გაშორებიდან სამი წლის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში მოვიდა ადამიანი, მოვიდა დიდი ბედნიერება. როცა ხარ ბედნიერი, არაფერს მალავ. კიდევ ვამბობ, არასოდეს დამიმალავს ჩემი ასაკი და არც არასოდეს დავმალავ.

ნოემბერში 51 წლის ვხდები, უკვე ბებია ვარ. მყავს შვილიშვილი – უსაყვარლესი ნიკო წერეთელი. ბევრისგან მსმენია: ხუთი წლის წინ ისე კარგად არ გამოიყურებოდი, როგორც ახლაო. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრს ჰგონია თავს განსაკუთრებულად ვუვლი, არადა არაფერს მივმართავ იმისთვის, რომ ახალგაზრდობა გავიხანგრძლივო. წელიწადში ერთხელ თუ მივალ კოსმეტოლოგთან, არც სატრენაჟორო დარბაზში დავდივარ, არც მასაჟებს ვიკეთებ, არც ვვარჯიშობ, არც ვდიეტობ და არც სწორად ვიკვებები. კარგად რომ გამოვიყურები, ეს იმის დამსახურებაა, რომ მიყვარს ადამიანები, მიყვარს ცხოვრება, ყველას ბედნიერება მიხარია, შიგნიდან ვარ ბედნიერი და ამას ვასხივებ. თუმცა, როგორც გამოვიყურები, ამაში გენეტიკაც მეხმარება, რასაკვირველია. ყველა ქალბატონს მინდა, მივმართო: გიხაროდეთ და გაბედნიერებდეთ სხვისი ბედნიერება, ისწავლეთ სხვისი წარმატებით ტკბობა, ნუ იქნებით ბოღმიანები და აუცილებლად გაიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას. თუ გულში ღვარძლი და ბოღმაა, ოცი წლის ასაკშიც დაბერდები ადამიანი. ამიტომ, გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, გიხაროდეთ სხვისი კარგი, ნუ დახარჯავთ დროს სხვებზე უარყოფითი კომენტარების წერით და დამიჯერეთ, თავადაც ბედნიერი იქნებით.

ცისანა სეფიაშვილი: „სამყარომ მითხრა – გეყოფა ამდენი ტკივილიო და საჩუქრად ოთო გამომიგზავნა“

ვიდეო: ცისანა სეფიაშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g