LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის მნიშვნელოვანი ორივე მშობლის ჩართულობა ბავშვის აღზრდაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან 

805
ლელი ყიფიანი

რატომ არის მნიშვნელოვანი ორივე მშობლის ჩართულობა ბავშვის აღზრდაში – ამ თემაზე გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა ისაუბრა.  

როგორ აღიქმება ოჯახი?

ოჯახი არ უნდა განვიხილოთ ცალკეული წევრებით, ეს არის ერთიანი მიკრო სისტემა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ამიტომ ბავშვის აღზრდაში თანაბრად ჩართული უნდა იყოს ორივე მშობელი. 

ადრე ოჯახში მამა განიხილებოდა როგორც ოჯახის მთავარი ადამიანი, მისი მოვალეობა იყო ოჯახის მატერიალურ მდგომარეობაზე ზრუნვა, მამა დილით მიდიოდა სამსახურში, ბრუნდებოდა გვიან დაღლილი და ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ბავშვისთვის, შესაბამისად, დედას ეკისრებოდა ბავშვის აღზრდა. 
დღეს ეს ტენდენცია შეიცვალა, თუმცა პრობლემები მეტ-ნაკლებად ისევ რჩება. მამის როლი ბავშვის აღზრდაში დიდია, ის გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებაზე.

რას გულისხმობს კოგნიტური განვითარება?

დედებისგან განსხვავებით მამები ბავშვებთან ურთიერთობისასა იყენებენ უფრო მეტად ფიზიკურად აქტიურ თამაშებს მაგ : „კოტრიალი“, ჰაერში აგდება, ზურგზე შესმა და სხვა, რაც ხელს უწყობს მოტორიკის განვითარებას, ასევე გავლენის მოხდენა შეუძლია მეტყველების განვითარებაზე, რადგან მამები არასდროს ესაუბრებიან ბავშვებს ენის მოჩლექით, ერთვებიან საუბრებში, იყენებენ რთულ ლექსიკას, რაც აძლიერებს ბავშვების სამეტყველო უნარებს. გარდა ამისა, მამები ბავშვებთან თამაშისას უფრო მეტად იყენებენ თავსატეხებს, კონსტრუქტორებს სხვადასხვა საგნებს, რაც ხელს უწყობს ბავშვის კრეატიულობას. კითხვების დასმა, საუბარი, დისკუსიები კი ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას.

რა გავლენა აქვს მამას ბავშვის სოციალური განვითარების კუთხით?

ბავშვები ქცევებს სწავლობენ მოდელირებით, მშობლებზე დაკვირვებით, თუ როგორ ურთიერთობენ ისინი ოჯახის წევრებთან ან სხვა ადამიანებთან, როგორ აგვარებენ პრობლემებს და იღებენ რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილებებს. მამის მეშვეობით ბავშვის სწავლობს რას ნიშნავს ავტორიტეტი, შექება, გაკიცხვა, რადგან დედას შვილი უყვარს უპირობოთ, იმიტომ რომ ის უბრალოდ არსებობს, ხოლო მამა მას უყენებს გარკვეულ მოთხოვნებს, რომელიც მან უნდა დაიცვას. შესაბამისად, ბავშვი ითავისებს დისციპლინას, ქცევის ნორმებსა და წესებს.

მამას შეუძლია შვილს ასწავლოს თანაგრძნობა, მხარდაჭერა, თანამშრომლობა, სწორედ იმ ქცევებით და დამოკიდებულებებით, რასაც ის ავლენს ოჯახის სხვა წევრების, სხვა ადამიანებისა და თვითონ შვილის მიმართ. 

რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური განვითარების კუთხით მამის როლი? 

მამა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენდერული როლისა და იდენტობის ჩამოყალიბებაში. ის წარმოადგენს მოდელს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი ან კაცი. განსაკუთრებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდობის პერიოდში. გოგოს შემთხვევაში, როდესაც მამა გამოხატავს ინტერესს ქმედებების, უნარების შესახებ, ეკითხება რჩევებს, აჩვენებს მას, რომ პატივს ცემს მის აზრს, აქებს იწონებს მის გარეგნობას ან ჩაცმულობას შვილს უყალიბდება პოზიტიური თვითშეფასება და ქალურობის აღქმა. 

ბიჭების შემთხვევაში – ის იდენტიფიკაციას გადის მამასთან, ჰბაძავს მის ქცევებს, მანერებს, დამოკიდებულებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მამასთან მუდმივი კონტაქტი. ის უყალიბებს მამაკაცურობის აღქმას, ქალისადმი დამოკიდებულებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. სწორედ მამისა და დედის ურთიერთობაზე დაკვირვებით უყალიბდებათ შვილებს ქალისა და კაცის ურთიერთობებზე, ოჯახზე, ოჯახში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე შეხედულებები და სწავლობენ ქცევებს. როდესაც ოჯახში არის ხშირი კონფლიქტები, უთანხმოებები, ბავშვი გარემოში იმ ქცევებს ახორციელებს, რაც ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობიდან დაისწავლა. მაგალითად: პრობლემის გადაჭრა ფიზიკური შეხებით ან სიტყვიერი შეურაცხყოფით არის შესაძლებელი, რადგან მშობლები ასე აგვარებენ, მიაჩნია რომ არის ნორმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g