LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვის ადრეული განვითარება და საყურადღებო ნიშნები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

717
ნათია-ბერუაშვილი

ბავშვის ადრეული განვითარება და საყურადღებო ნიშნები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნათია ბერუაშვილმა ისაუბრა.

როდის შეიძლება დაგვაეჭვოს ბავშვის განვითარების ატიპურობამ?

ბავშვის განვითარებისთვის ცხოვრების პირველი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს ის სწავლობს და შეიმეცნებს სამყაროს, ეცნობა საკუთარ თავს და იმკვიდრებს ადგილს გარემოში და სოციუმთან, რასაც იწყებს მშობლების ხმის გაგებიდან, შეხებიდან და აგრძელებს გარემოსთან ურთიერთობით, შეხებით, დაკვირვებით. პირველი და ძალიან საყურადღებო ნიშანი სახელზე რეაგირების არ ქონაა, თუ ბავშვი ყურადღებას არ გვაქცევს სახელით მიმართვაზე, ან რეაგირებს შერჩევითად, მაგალითად, რეაგირებს მხოლოდ დედის ან მამის დაძახილზე, ან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახელით მიმართვასთან ერთად ვთავაზობთ მისთვის საინტერესო აქტივობას ან ნივთს, ასევე თუ ვაფიქსირებთ თამაშის სტერეოტიპულ პატერნს, რაც გამოიხატება მაგალითად, ნივთების სიგრძეზე ან სიმაღლეზე სიმეტრიული დაწყობით, საგნების ტრიალით, საგნების არაფუნქციური გამოყენებით, არაფუნქციური თამაშით.

ვის უნდა მივმართოთ?

ასეთ დროს, აუცილებლად უნდა მივმართოთ ნეიროფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, რომელიც საჭირო სადიაგნოსტიკო ტესტების პასუხებზე დაყრდნობით, მისი დაკვირვებით და ბავშვის ქცევის დაკვირვების შემდეგ, გააცნობს მშობელს მდგომარეობას, რასთან შეიძლება ჰქონდეთ საქმე.

რომელ ინსტრუმენტს იყენებენ აუტისტური სპექტრის დასადგენად?

არსებობს ბევრი გზა აუტიზმის მდგომარეობაზე დაკვირვებისთვის, ერთ ერთი და ყველაზე ობიექტური ინსტრუმენტი გახლავთ ADOS ტესტი, რომელიც აკვირდება ბავშვის ქცევას სხვა და სხვა სიტუაციაში, სხვა და სხვა გარემოსგან ან/და სპეციალისტისგან მიწოდებული ვიზუალური თუ აუდიო გამღიზიანებლის შედეგად გამოვლენილ ქცევას. ქულები გვაჩვენებს მდგომარეობის შესაძლო სიმძაფრეს.

რა ხდება დიაგნოსტირების შემდეგ?

დიაგნოსტირების შემდეგ ექიმის მხრიდან გაიცემა ჩარევის რეკომენდაციები, ძირითად ეს არის თერაპიული ჩარევა, ქცევითი თერაპია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფიზიკური თერაპია და ასე შემდეგ, ეს განისაზღვრება ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაყრდნობით.

რა ასაკიდან ხდება დიაგნოსტირება?

ექიმის ჩართვა აუცილებელია მაშინვე როგორც კი მშობელი შენიშნავს ასაკისთვის შეუსაბამო ქცევას, ან ასოციალური ტიპის ქცევებს. ასაკის შესაბამისად ექიმი შეარჩევს საჭირო სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტს. რაც უფრო ადრეულ ასაკში ამოვიცნობთ მდგომარეობას, უფრო მეტი დადებითი ეფექტის მოტანა შეუძლია თერაპიულ ჩარევას.

რა ხდება გვიანი დიაგნოსტიკის შემთხვევაში?

აუტისტური სპექტრის მქონე ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ვერბალური კომუნიკაციის ისეთი უნარი, რომ პატარა ასაკში შეუმჩნეველი იყოს მშობლისთვის შვილის მდგომარეობა, რადგან ძირითადი მომართვიანობა მოდის მეტყველების დაგვიანების ჩივილით. ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში კი პირველი პერიოდის შეუმჩნევლობის გამო, დიაგნოსტირება ვერ და არ მოხდებოდა ადრეულ პერიოდში, მოგვიანებით კი როდესაც ბავშვი გადაინაცვლებს სკოლაში და სხვა სოციალურ სივრცეში, თვითრეგულირების დარღვევის გამო შესაძლოა მისი ქცევა გარემოსთან აღარ იყოს სოციალურად მისაღები, ასეთ დროს მის მდგომარეობას და ქცევის ცვლილებებს მიაწერენ გარემოსთან შეუგუებლობას და მიზეზების ძებნას და მოცემულობის მოგვარებას იწყებენ ქცევის გამოვლენის სივრცეში.

აქვს თუ არა თერაპიულ ჩარევას დადებითი ეფექტები გვიანი დიაგნოსტირების შემდეგ?

რა თქმა უნდა აქვს, აქაც როგორც პატარა ასაკში, თერაპიული ჩარევა დაასწავლის, ბავშვს/მოზარდს როგორ მართოს საკუთარი ემოციები სხვა და სივრცეში, როგორ გამოიმუშაოს თვითრეგულირების ფორმები ისე რომ მისი ქცევა გახდეს სოციალურად მისაღები და თავი იგრძნოს კომფორტულად გარემოში სადაც მას უწევს დღის გარკვეული მონაკვეთის გატარება.

magti 5g