LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმაღლესი ხარისხის აპარატურა და საუკეთესო სპეციალისტები – „ავერსის” კლინიკაში ახალი ლაბორატორია გაიხსნა

1790
ნანა-ძნელაძე

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ავერსის კლინიკის ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ძნელაძე სტუმრობდა, რომელმაც ლაბორატორიული მედიცინის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნანა, ავერსის კლინიკის ლაბორატორია უკვე 17 წლისაა. საინტერესოა, რამ განაპირობა მისი შექმნა და რა პრინციპით ფუნქციონირებს?

– პირველი ლაბორატორია 2007 წელს შეიქმნა ავერსის კლინიკასთან ერთად. მართალია, იმ პერიოდში უკვე არსებობდა ხარისხიანი ლაბორატორიები, მაგრამ სწორედ ჩვენ გავმართეთ პირველი ქსელური ლაბორატორია. ჩვენი მიზანი მომსახურების მაღალ ხარისხზე ორიენტირებული ქსელის უზრუნველყოფა იყო, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებდა. ქსელური ლაბორატორიის მოდელი ჰოლანდიაში არსებული ლაბორატორიის ანალოგად შევიმუშავეთ. ძალიან ინფორმატიული აღმოჩნდა ჰოლანდიაში ვიზიტი, რადგან ძირეულად შევისწავლეთ მათი მუშაობის პრინციპი და ანალოგიური მეთოდი გადმოვიტანეთ საქართველოში, თუმცა ჩვენს რეალობაზე მორგებით.  

პირველი ლაბორატორია კლინიკასთან ერთად მარნეულში გავხსენით, იმავე წელს გაიხსნა რუსთავსა და ლანჩხუთში, 2008 წელ კი, ავერსის ცენტრალური კლინიკა გაიხსნა ლაბორატორიასთან ერთად. ჩვენი მთავარი მიზანი ყველა კლინიკაში ყველა გამოკვლევის ერთად და სწრაფად ჩატარების უზრუნველყოფა იყო. დღეს ჩვენი პრიორიტეტი კვლევების უმაღლესი ხარისხით შესრულებაა, რისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით მთელი 17 წელი. 2008 წელს ავერსის კლინიკაში ცენტრალური ლაბორატორია გაიხსნა, რომელმაც მულტიპროფილური სტატუსი შეიძინა და ყველა კვლევა გააერთიანა – ზოგადი კლინიკური გამოკვლევით დაწყებული, ბაქტერიული და მოლეკულური დიაგნოსტიკით დასრულებული.

– რამდენად მნიშვნელოვანია დიაგნოზის დასმისას და პაციენტის მკურნალობისას ლაბორატორიული კვლევების სიზუსტე?

– რა თქმა უნდა, სწორ დიაგნოზს 70%-ით სწორედ ლაბორატორიული კვლევა განსაზღვრავს. დღეს ლაბორატორიული მედიცინა უზარმაზარი სპექტრით მუშაობს და აღარ იფარგლება მხოლოდ რუტინული გამოკვლევებით. მედიცინა სწრაფად ვითარდება, რაც თავის მხრივ კვლევების განვითარებასაც მოითხოვს. ლაბორატორიული კვლევის შედეგზეა დამოკიდებული დაავადების სწორად დიაგნოსტირება და მკურნალობა, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია ექიმის მუშაობა.

ლაბორატორიის გამართული მუშაობისთვის ხარისხის სტანდარტის დანერგვა, ხარისხის შიდა კონტროლის პროცედურების ჩატარება და სხვა მოთხოვების დაცვაა საჭირო. ზოგადად, კვლევა მრავალპლანიანი პროცესია. მართალია, ძირითადად სამი ეტაპისგან შედგება, მაგრამ თითოეულში სხვადასხვა პროფილის ექიმი და პაციენტია ჩართული, რომელიც ვალდებულია სწორად მოემზადოს კვლევისთვის. სხვათა შორის, მსოფლიო მონაცემებით არასწორი კვლევების 62% სწორედ პრეანალიზური შეცდომების შედეგია, მხოლოდ 15%-ს შეადგენს ანალიზური და 23%-ს პოსტანალიზური შეცდომები. ძალიან მნიშვნელოვანია  ხარისხის სტანდარტების დანერგვა, რათა ლაბორატორიის ყველა თანამშრომელს ზუსტად ჰქონდეს გაწერილი სამოქმედო გეგმა. ჩვენმა ლაბორატორიამ პირველმა შეძლო დადგენილი სტანდარტებით აკრედიტაციის გავლა, რაც არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ მედიკოსებისთვისაც საჭირო და სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან ჩვენი კვლევის შედეგები ყოველთვის დროული, ზუსტი და სანდოა.

– ცოტა ხნის წინ ავერსის კლინიკაში ახალი ლაბორატორია გაიხსნა. საინტერესოა, რით განსხვავდება ის დანარჩენებისგან?

– რამდენიმე დღის წინ ავერსის კლინიკის ახალი ფილიალი გაიხსნა, სადაც ცენტრალური ლაბორატორია განთავსდა. ავერსი მუდმივად ვითარდება, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ კლინიკა, რომელიც აქამდე იყო, ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და ახალი ბევრად მასშტაბური ლაბორატორია გავაკეთეთ, რომელიც უმაღლესი ხარისხის აპარატურით და საუკეთესო სპეციალისტებით აღჭურვეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დამფუძნებლებს, რომლებიც ყოველთვის მაქსიმალურად ზრუნავენ ხარისხზე, ამიტომ ლაბორატორიაც უახლესი ტექნიკითა და აპარატურით უზრუნველყვეს. ჩვენს ლაბორატორიაშია პრეანალიზური სისტემაც, რომელიც ავტომატურად ამუშავებს ნიმუშებს, პროცესების სრულ ავტომატიზაციას უზრუნველყოფს და მინიმუმამდე ამცირებს შეცდომების ალბათობას. ახალი ლაბორატორია, რომელიც ყველა მიმართულებით განვითარდა და საუკეთესო ანალიზატორებითა და სისტემებით აღიჭურვა, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

– რა ფუნქცია ეკისრებათ რობოტებს ანას და ლიზის?

– რობოტები ძალიან გვეხმარებიან, რადგან სწორედ ისინი აბარებენ საანალიზო ნიმუშებს ლაბორატორიაში, რისი გაკეთებაც მანამდე ექიმებს უწევდათ. ამასთანავე, ანა და ლიზი ძალიან უყართ ბავშვებს მათ მშობლებს, რომლებიც ყოველთვის კარგად ხალისობენ მათთან ერთად.

– რა თქმა უნდა, ძალიან კარგია უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდის შექმნა,

– ჩვენს ლაბორატორიაში მართლაც საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან, ინტენსიურად გადიან საკვალიფიკაციო კურსებს და ტესტირებას, რადგან სწორედ მათ ხარისხიან მუშაობაზეა დამოკიდებული ლაბორატორიის შედეგიანობა.

– რამდენად უზრუნველყოფილია ლაბორატორიაში ხარისხის კონტროლი?

– ჩვენს ლაბორატორიაში ყველა სეგმენტის ხარისხი გაკონტროლებულია, რაც პირველ რიგში ეფექტური მართვისა და მენეჯმენტის დამსახურებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g