LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში ბინის ქურდი წიგნის კითხვას ვერ მოსწყდა და წასვლა დაავიწყდა

127
Screenshot 2024-08-27 110149

Via Mirabello-ზე მდებარე ბინის 71 წლის მფლობელმა გაიღვიძა და დაინახა უცხო მამაკაცი, რომელიც მის საწოლზე იჯდა და წიგნს კითხულობდა უძველესი მითოლოგიის შესახებ.
38 წლის იტალიელი ამ ბინაში ღია აივნით ავიდა და მის გაძარცვას აპირებდა, მაგრამ საწოლის გვერდით მომცრო მაგიდაზე ბერძნული მითოლოგიის შესახებ წიგნის კითხვა დაიწყო და…

ბინის მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა და ქურდი დააკავეს. უიღბლო ყაჩაღს თან ჰქონდა დიზაინერული ნივთების ჩანთა, სავარაუდოდ, წინა ძარცვიდან. უჩვეულო შემთხვევაზე გამოცემა Wanted in Rome იტყობინება.

წიგნი, რომელმაც ასე მოხიბლა ქურდი, გახლდათ ჯოვანი ნუჩის “ღმერთები ექვსზე: „ილიადა“ აპერიტივის დროს”. მასში ავტორი ღმერთების თვალთახედვიდან იკვლევს ილიადას და გვთავაზობს თანამედროვე მოვლენების გააზრებას ცნობილი უძველესი ეპოსის პრიზმაში.

ნუჩი ამ ამბავს გამოეხმაურა: მან თქვა, რომ ძალიან გაუხარდა, რომ ქურდი ასე მოიხიბლა მისი წიგნით. ახლა მწერალს სურს ქურდის პოვნა და წიგნის ჩუქება, რათა ბოლომდე წაიკითხოს. მწერალმა Il Messagero-ს უთხრა, რომ მისი ერთ-ერთი საყვარელი ბერძენი ღმერთი არის ქურდების მფარველი ჰერმესი, რომელსაც წიგნში მრავალი გვერდი ეძღვნება.

„ეს სიურეალისტური ამბავია, მაგრამ ძალიან ადამიანური. ხალხი არაპროგნოზირებადია: ის მხოლოდ სახლის გაძარცვას აპირებდა, მაგრამ მიხვდა, რომ მისთვის წიგნის კითხვა უფრო მნიშვნელოვანი იყო“, – ასკვნის მწერალი, რომელიც ამ ქუჩიდან სულ რაღაც 300 მეტრში ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები