მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, საბოლოო შეთანხმებამდე, ხელისუფლება არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამს.
„ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენი მხრიდან არ იქნება ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს”,- თქვა კახა კალაძემ.