LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ნიკოლეიშვილი დევიდ კრამერის განცხადებაზე: ეს არის უბედურება რომ ვიღაც შარლატანი ასეთ რამეს ბედავს, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენივე მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს

291
ლევან ნიკოლეიშვილი

აი, ეს არის უბედურება რომ ვიღაც შარლატანი ასეთ რამეს ბედავს, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენივე მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. აქ მარტო ბიძინა ივანიშვილზე არა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ კრამერს თუ ვინმე არ მოსწონს, თურმე შეუძლია გაბედოს ასეთი რამ მოითხოვოს, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არასასარგებლოა და დროა მას პასუხისმგებლობა დააკისრონ.

მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ასეთი უმსგავსობების გამოვლინებები საქართველოში, კოლექტიურ კრამერებს კი საერთოდ უნდა აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა.

„დევიდ კრამერს, „თბილისი რუმსის“ კიდევ ერთ „შეთქმულების“ უცხოელ მავნებელს, თურმე არ სურს ბიძინა ივანიშვილის ხილვა, საუბრის მოსმენა, ქმედებები…მოკლედ სიძულვილისგან ჭკუიდან იშლება, ამიტომ დიდი ხანია სურს, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს: მაგალითად სანქციები, პატიმრობა, დახვრეტაც შეიძლება…აი, ეს არის უბედურება რომ ვიღაც შარლატანი ასეთ რამეს ბედავს, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენივე მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. აქ მარტო ბიძინა ივანიშვილზე არა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ კრამერს თუ ვინმე არ მოსწონს, თურმე შეუძლია გაბედოს ასეთი რამ მოითხოვოს.

ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ასეთი უმსგავსობების გამოვლინებები საქართველოში -კოლექტიურ კრამერებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა, რაც შეეხება მის საქართველო მომწვევ და ტაშისმკვრელ მავნებლებს, 26 ოქტომბერს პოლიტიკურ სანაგვეზე მიეჩინება შესაბამისი ადგილი“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები