LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მიხარია, რომ ექსკლუზივი თქვენს რადიოში გაჟღერდება… იმედი მაქვს, მსმენელი შეიყვარებს“ –  გიორგი ელიზბარაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

190
image_123650291

რადიო „არ დაიდარდოს“ გიორგი ელიზბარაშვილი სტუმრობდა. ეთერში სიმღერის „არავის ვგავარ“ პრემიერა შედგა.

გიორგი, ვისაუბროთ სიმღერაზე „არავის ვგავარ“,  ვის ეკუთვნის ტექსტი და მუსიკა, როგორ შეირჩა სიმღერის სახელწოდება და რამდენად გამოხატავს ის შენს შინაგან მდგომარეობას?

დიახ, გამოხატავს.

ზოგადად, ქალაქური ჟანრი არის ჩემი. როდესაც სოციალურ ქსელში ვდებდი ქალაქურ სიმღერებს, ჩემი შესრულებით, ძალიან ბევრი ნახვა და გაზიარება ჰქონდა. შემდეგ, დავუკავშირდი უნიჭიერეს კომპოზიტორს, თეა ჯინორიას და ვთხოვე ჩემთვის, ექსკლუზიურად შეექმნა კარგი, ქალაქური სიმღერა. სიმღერა რომ გადმომიგზავნა, მივხვდი, რომ ზუსტად ისეთი თემატიკა და სიმღერა იყო, რომელიც ჩემი ხმის ტემბრს მოუხდებოდა. სიმღერის ტექსტი უნიჭიერესმა ნანა ცინცაძემ დაწერა. არანჟირებაზე ირაკლი მენთეშაშვილმა იმუშავა. ძალიან დიდი მადლობა ირაკლის, ძალიან კარგი არანჟირებაა. სიმღერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში ჩაიწერა. ძალიან მიხარია, რომ ექსკლუზივი თქვენს რადიოში გაჟღერდება. იმედი მაქვს, მსმენელი შეიყვარებს. სიმღერას ჩემს ოფიციალურ გვერდზე უკვე ათასობით ნახვა და საბედნიეროდ, სულ დადებითი კომენტარები აქვს.

ზოგადად, როდის დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერა და რამდენად აქტიურად მოღვაწეობთ?

ყოველდღიურად ვმუშაობ, ვმღერი რესტორნებში. რა თქმა უნდა, რეგიონებში კონცერტებშიც ვიღებ მონაწილეობას. ასევე, ვყავი ემიგრანტებთან ჩეხეთსა და გერმანიაში. მოკლედ, საკმაოდ აქტიურად ვმოღვაწეობ.

გადაცემის ჩანაწერი:

გიორგი ელიზბარაშვილი – არავის ვგავარ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები