LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრევის შადრევანთან სურვილის ჩაფიქრება შესაძლოა ფასიანი გახდეს

124
fountain-trevi-coin-toss

რომის მერია სერიოზულად ფიქრობს, რომ ტრევის შადრევანთან მისვლა ფასიანი გახადოს, რათა ძეგლი მაქსიმალურად დაიცვას. სიახლის შესახებ Economic Times წერს.

პირველად ასეთი შესაძლებლობა ერთი წლის წინ, მას შემდეგ განიხილეს, რაც ტურისტმა შადრევანში იბანავა და თან წყალში ერთ-ერთი ქანდაკებიდან გადახტა. ეს ერთ-ერთია იმ მრავალ შემთხვევათა შორის, როცა კულტურის ძეგლს უპატივცემულოდ ექცევიან და ვანდალიზმსაც არ ერიდებიან.

ჩინოვნიკები ფიქრობენ, რომ ტურისტები შადრევანთან წინასწარი ჩაწერით და მხოლოდ კონკრეტულ დროებში მიუშვან. ბილეთის ფასი შესაძლოა 1 ევრო იყოს. ამასთან, რომის მაცხოვრებლები შადრევანთან მისვლას უფასოდ შეძლებენ.

სიახლე ძალაში დიდი ალბათობით 2025 წლიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები