ბლოგერი ნანა აროშიძე, რომელსაც მოგზაურობამ სიყვარული, ილო ლობჟანიძე აპოვნინა და თბილისიდან მაღალმთიან რაჭაში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა, რამდენიმე დღის წინ დედა გახდა.
წყვილს ბიჭი შეეძინა.
ვიდეო: „და, ჩვენ შევხვდით…“ – ბლოგერი ნანა აროშიძე დედა გახდა | რა დაარქვეს პატარას
ნანა აროშიძე მეუღლესთან, ილია ლობჯანიძესა და შვილთან ერთად საკუთარ დაბადების დღეს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ყველას, ვინც მათი სიხარული გაიზიარა, საჯაროდ მადლობას უხდის.
„ძალიან იშვიათად ვდებ ფეისბუქზე რამეს, მაგრამ ყველაფერს ვკითხულობ და ყველა თქვენს დაწერილ გულს ვნახულობ, უზომოდ მიხარია, რომ გახსოვართ იმ ადამიანებს, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ხშირი კონტაქტი რომ გვქონდა, ბევრი ძვირფასი მოგონება გვაკავშირებს, თუმცა წლებია, ერთმანეთი არ გვინახავს… აქაც იშვიათად ვჩანვარ და მაინც, ყოველ გამოჩენაზე რომ ამდენ სითბოს მიგზავნით, თქვენ არ იცით, როგორ მიხარია
მ ა დ ლ ო ბ ა მოლოცვებისთვის და ჩემი ბედნიერების ყოველთვის, ასე ერთგულად გაზიარებისთვის“, – წერს ნანა აროშიძე.
ძალიან იშვიათად ვდებ ფეისბუქზე რამეს, მაგრამ ყველაფერს ვკითხულობ და ყველა თქვენს დაწერილ გულს ვნახულობ🥰 უუზომოდ მიხარია,…
Posted by Nana Aroshidze on ოთხშაბათი, 11 სექტემბერი, 2024