LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში დააკავეს კაცი, რომელიც ცოლს დღეში 100-ჯერ ურეკავდა

119
WS-1

იაპონიაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცოლს დღეში 100-ჯერ ურეკავდა და თან ხმას არ იღებდა. უჩვეულო საქმის შესახებ Sora News წერს.

ქალთან უცხო ნომრიდან ზარები გაუჩერებლად შედიოდა, ხმას არავინ იღებდა და მხოლოდ სუნთქვა ისმოდა. ერთ დღეს შეწუხებულმა ზარები დაითვალა კიდეც და აღმოაჩინა, რომ 100-ჯერ დაურეკეს.

ზარები არ წყდებოდა და ქალმა დასახმარებლად პოლიციას მიმართა. გამოძიებამ მალევე დაადგინა, რომ უცხო ნომრების უკან ქალის ქმარი იდგა. მამაკაცი დააკავეს, მან კი განმარტა რომ ასე დიდი სიყვარულის გამო იქცეოდა. დარეკვის შემდეგ სიჩუმე მისი გრძნობების გამოხატულება იყო.

უიმედოდ შეყვარებული კაცის ბედს მოსამართლე უახლოეს მომავალში გადაწყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები