LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გერმანიის პოლიციას უფლება აქვს პირი ქვეყანაში არ შეუშვას, თუ ის თავშესაფარს ითხოვს“ – რა გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის მთავრობამ არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად

130
გერმანია, უკანონო მიგრაცია

„დღეიდან, 16 სექტემბრიდან, გერმანიამ კონტროლი დააწესა სახმელეთო საზღვრებზე შენგენის ზონის კიდევ ხუთ ქვეყანასთან. ექვსი თვის განმავლობაში გერმანიის პოლიციის სპეციალურ კონტროლქვეშ იქნება საზღვრები დანიასთან, ნიდერლანდთან, ბელგიასთან, ლუქსემბურგსა და საფრანგეთთან“ – ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

გერმანიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად მიიღო და სექტემბრის დასაწყისში ევროკომისიას ოფიციალურად აცნობა.

გერმანიამ სასაზღვრო კონტროლი ერთი წლის წინ აამოქმედა პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან სახმელეთო საზღვრებზეც.

თავის მხრივ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი აცხადებს, რომ სასაზღვრო კონტროლი აუცილებელია, რათა გერმანიამ შეზღუდოს არალეგალური მიგრანტების რიცხვი და შეამციროს ზეწოლა თავშესაფრის მიღების გადატვირთულ სისტემაზე.

სასაზღვრო კონტროლის ამოქმედების შემდეგ გერმანიის პოლიციას უფლება აქვს, პირი ქვეყანაში არ შეუშვას. თუ ის თავშესაფარს ითხოვს, შესაბამისი შემოწმების პროცედურა იწყება.

გერმანული მაუწყებელი DW პოლიციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2024 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლა სურდა 34 ათას მიგრანტს. ნახევარი საზღვარზევე გააჩერეს, დანარჩენების მიმართ კი თავშესაფრის მისაღებად დადგენილი პროცედურები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g