LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას ქროსოვერით შეუდგა

23

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინაუგურაციის ცერემონიაზე მონაწილეობა ბრენდ DS-ს ახალმა ქროსოვერმა  DS 7 Crossback-მა მიიღო. ამ ავტომობილით მან ელისეის მინდვრები გაიარა.

DS7 Crossback-ის ოფიციალური გაყიდვები ევროპაში მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყება, ცერემონიისთვის ავტომობილს ცოტათი სახე უცვალეს – მას გადასაშლელი სახურავი და სახელმწიფო დროშების სამაგრები დაუმატეს. 2012 წელს მარკა DS-ის სხვა ავტომობილი – DS 5 ფრანსუა ოლანდის ინაუგურაციაზე მონაწილეობდა.

DS 7 Crossback მარკის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული მოდელია. ის სამოდულო პლატფორმაზეა აწყობილი, აღჭურვილია შუქდიოდური ფარებით, რომელიც 180 გრადუსით ბრუნავს, აქვს ღამის ხედვის სისტემა, ადაპტირებული საკიდარი კამერით, ის გზის საფარს წინასწარ გათვლის და ამორტიზატორების სიმყარეს თითოეულ ბორბალზე ინდივიდუალურად გადააწყობს.

მოდელი შემოთავაზებულია 130 და 230 ცხენის ძალიანი სიმძლავრეებით და ასევე 300 ცხენის ძალის მქონე ჰიბრიდული ძრავით.

DS 7 Crossback-ის დებიუტი მარტში, ჟენევის მოტორშოუზე შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები