LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: „ბრძანება აქვთ პატრონებიდან, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონს მხარი არ დაუჭირონ, ამიტომაც ვერ მობრძანდნენ სხდომაზე, თავიანთ ამომრჩეველსაც კი ვერ გასცემდნენ პასუხს, ამ კანონს მხარს რომ არ უჭერდნენ“

292
გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია პარლამენტის სხდომაზე იმიტომ არ მივიდა, რომ მათ გარე ძალისგან პირდაპირი მითითება აქვთ, მხარი არ დაუჭირონ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავ კანონს.

ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს გაიწვიოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან უფრო შორს გადაჰყავს

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონების პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის“, – წერს ბორელი.

მისივე თქმით, კონკრეტული უცხოელი აქტორების კრიტიკული განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ ისინი მიხვდნენ, სანამ ქართველი იდგება ტრადიციებსა და ღირებულებებზე, მანამდე ვერავინ მოერევა საქართველოს.

პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტი 84 ხმით მიიღო

„მიზანი, საელჩო იქნება ეს, საერთაშორისო ორგანიზაცია თუ უცხოელი აქტორი, არის ერთი – საქართველოში დაარტყან იმ იდენტობას, რასაც ჰქვია ტრადიციები. რატომ? იმიტომ, რომ ისტორიულად საქართველო ყოველთვის იდგა იმ სიძლიერეზე, რასაც ჰქვია ტრადიციები, რწმენა, ოჯახური ღირებულებები. მიხვდნენ ამას: სანამ ქართველი იდგება ამ ტრადიციებზე და ღირებულებებზე, მანამდე ვერავინ მოერევა საქართველოს და ახლა ურტყამენ ამ ტრადიციებს ზუსტად.

ამიტომ უნდათ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, ამიტომ უნდათ, რომ აქ ოპოზიციაში წვეტიანი აზრების ვისაც აქვს, თავს მოახვიონ, რომ თურმე, კაცის კაცზე გათხოვება არაფერი პრობლემა არ არის. პირდაპირი ბრძანება აქვთ უცხოური ძალიდან და მათი პატრონებიდან, რომ ამ კანონს მხარი არ დაუჭირონ, ამიტომაც ვერ მობრძანდნენ პასუხსაც ვერ გასცემდნენ თავიანთ ამომრჩეველსაც კი, ამ კანონს მხარს რომ არ უჭერდნენ.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მიხაილ როთი: „ეს ჩემი პირადი საქმეა და სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო – ანტი-LGBTI კანონი სირცხვილია!“

პოპულარულები