LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი რაღაცეების არ მეშინია: კვირკველია მეტოქის ჩემპიონობაზე

28

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ქართველ მცველ საბა კვირკველიას რუსი ჟურნალისტები გაესაუბრნენ და თანაქალაქელი „სპარტაკის“ ჩემპიონობასა და გიჟმაჟი გულშემატკივრების ქცევის შესახებ კითხეს. „სახალხო გუნდის“ ქომაგები დაჯილდოებისას მასობრივად შევარდნენ მოედანზე.

ცნობილია, „სპარტაკი“ რამდენი ხანი არ ყოფილა ჩემპიონი და მესმის რა ემოციები გამოიწვია ქომაგებში ოქროს მედლების მოპოვებამ. ზეიმის ფოტო და ვიდეო ვნახე. ძალიან ლამაზი იყო.
გუნდში ჩემი ორი მეგობარი თამაშობს – ჯანო და გიორგი ჯიქია, და როგორც კი ჩემპიონობა მოიპოვეს, მივულოცე.

არ შეგეშინდებოდათ მათ ადგილზე, თქვენსკენ რომ გულშემატკივრების ტალღა წამოსულიყო?

არა, მათ ხომ უხაროდათ. როდესაც ადამიანები ჩემპიონები ხდებიან, ყველა ერთიანია – გულშემატკივრები, ფეხბურთელები. ყველა ერთად აღნიშნავდა ამ წარმატებას. მე დადებითად ვარ განწყობილი მსგავსი აქციების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები