LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი, არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება“ – მაკა ბოჭორიშვილი

196
ზაურ დარგალი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი, არც რელიგიური კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება. მკვლელი მკვლელია და მას კანონი გასცემს მკაცრ პასუხს.

ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ? სხვისკენ თითგაშვერილები თავად ახდენთ ადამიანების სტიგმატიზებასაც და დისკრიმინაციასაც.

RIP კესარია“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.

ფოტო: „როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ…მშვიდობით კესო“ – შორენა ბეგაშვილის ემოციური წერილი

„კესო ჩვენი მეზობელი იყო დიდ დიღომში…პენსიონერ ბებოს წამლებზე ფული აკლდებოდა, 3 დღის სამყოფი მაქვს, მერე რა ვქნაო ჩაილაპარაკა…კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო…ადამიანი იყო“ – ელენე ნანობაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები