LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ფსიქოლოგიურად ძალადობდა წლები ჩემზე, მემუქრება სიკვდილით… ჩემსავით ჰყავს 5 მასწავლებელი გამწარებული, გაგდებული სკოლიდან” – ყოფილი მასწავლებელი, მარიამ ჯუღელი დირექტორის მხრიდან ბულინგსა და მუქარაზე საუბრობს

889
მარიამ ჯუღელი

მარიამ ჯუღელი დირექტორის მხრიდან ბულინგსა და მუქარაზე საუბრობს. როგორც ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი ტელეკომპანია „ფორმულასთან” ამბობს, უკვე 4 წელია მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდება.

მუქარის შესახებ მარიამ ჯუღელმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა, როდესაც კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ჯუღელის თქმით, სკოლის დირექტორი სამსახურის დატოვებას სთხოვდა იმის გამო, რომ ადგილობრივი არ იყო და აღარ სჭირდებოდა კადრი.

„კონფლიქტი დაიწყო 4 წლის წინ, როცა მითხრა, რომ სამსახური დამეტოვებინა იმის გამო, რომ ადგილობრივი არ ვიყავი და აღარ სჭირდებოდა კადრი. ამაზე უარი ვუთხარი…

ამის შემდეგ კი დაიწყო ჩემს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება.

ფსიქოლოგიურად ძალადობდა წლები ჩემზე, მემუქრება სიკვდილით და სიცოცხლის აღკვეთით. ჩემსავით ჰყავს 5 მასწავლებელი გამწარებული, რომელიც ასე უსაფუძვლოდ ჰყავს გაგდებული სკოლიდან.

სასამართლოშიც ვაპირებ ამ საკითხის შეტანას. არ ვაპირებ, რომ გავჩერდე. იმედი მაქვს, გულისხმიერებას გამოიჩენენ შესაბამისი უწყებები და დამიცავენ როგორც პიროვნებას, როგორც მოქალაქეს და როგორც მასწავლებელს” – განაცხადა ჯუღელმა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g