თბილისში მოკლული ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე გუშინ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიამდე ჯიქიას სახელობის სასაფლაოსთან მდებარე სარიტუალო დარბაზში გაიმართა მოკლულის სამოქალაქო პანაშვიდი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდა.
„მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს და გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს.. მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი“.. – კესარია აბრამიძის და
„ჩემ დას ყოველთვის უნდოდა, გადაცემაში წავეყვანე და ჩვენს დობაზე გვესაუბრა.
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობება და ავრცელებს საარქივო ვიდეოს გადაცემიდან „სიცრუის დეტექტორი“, რომელშიც წლების წინ, კესარია აბრამიძე იღებდა მონაწილეობას.
„გვირგვინი დავადგი და ამაზე მეუბნებოდა, ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ არავის გაუკეთებია ჩემთვის ეთერშიო“, – წერს გიორგი გასვიანი.
ცნობისთვის, წლების წინ, კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა სილამაზის კონკურსზე, Miss Trans Star International 2018-ზე საქართველოს სახელით გამოვიდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს 20 სექტემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ის გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული, რომელიც ბექა ჯაიანს ედება ბრალად, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.