LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე… ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება“ – ლელა წურწუმია

141
ლელა წურწუმია

ლელა წურწუმიას საავტორო გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ გასულ ეპიზოდს პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე სტუმრობდა.

გადაცემის იმ მონაკვეთში, სადაც წამყვანი და სტუმარი ქართულ პოლიტიკურ რეალობასა და მოახლოებულ არჩევნებზე საუბრობდნენ, ლელა წურწუმიამ მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნებზე ყველა უნდა მივიდეს:

„ძალიან მნიშვნელოვანი წელია – საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. არჩევნებზე ყველანი უნდა წავიდეთ, უკლებლივ, აუცილებლად, როგორც 2012 წელს – ქუდზე კაცი რომ გამოვიდა…

ჩემ ირგვლივ ბევრ ადამიანს უთქვამს: „არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე“. ახლა ეს სურათი აბსოლუტურად შეცვლილია, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი დარეგისტრირდა და ხმის მისაცემად მიდის.

ყველა არმიცემული ხმა, ფაქტობრივად, არის გაყალბებული… ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება“, – თქვა ლელა წურწუმიამ.

🇬🇪✊ლელა და ხათუნა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე

🇬🇪✊ „ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე… ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება“ | ლელა და ხათუნა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე

Posted by მხოლოდ ლელასთან on ორშაბათი, 23 სექტემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები