LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველა ქალს მინდა ვუთხრა: ჯერ საკუთარ თავზე ვიფიქროთ, ჩვენ თუ არ ვართ ჯანმრთელად და მხნედ, საქმეც არ გამოგვივა“ – ხათუნა სამნიძე

147
ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ, სიმსივნის დიაგნოზზე მკურნალობდა, ცოტა ხნის წინ კი საქართველოში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა, გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდა.

ვიდეო: „ძალიან გამიჭირდა შვილისთვის თქმა… ვცდილობდი, მაგარი გოგო მეთამაშა, მაგრამ შვილთან ვერ ითამაშებ“ – ხათუნა სამნიძე საკუთარ დიაგნოზსა და სირთულეებზე

ხათუნა სამნიძემ ვრცლად და ემოციურად ისაუბრა საკუთარ განვლილ გზაზე და ქალბატონებს მიმართა, პირველ რიგში, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ:

„დიაგნოზის გაგების შემდეგ, როდესაც პირველად პარალელი პოლიტიკასთან გავავლე, გავიფიქრე, ახლა სიცოცხლისთვის ბრძოლა მაქვს და ჩვენი ქვეყანაც სიცოცხლისთვის ზუსტად ასე იბრძვის-მეთქი, რადგან ევროპა სიცოცხლისთვის გვინდა, ამ ქვეყანამ რომ იარსებოს, მის გვერდით ევროპა უნდა იყოს.

ხშირად მეუბნებოდნენ, ამ ომიდან უფრო ძლიერი, გამოცდილი გამოხვალო, მაგრამ არავის, მტერსაც არ ვუსურვებ, ეს საშინელება გამოიაროს იმისთვის, რომ უფრო ძლიერი იყოს, ისეთი ტანჯვაა…

ყველა ქალს მინდა ვუთხრა: ჯერ საკუთარ თავზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე ვიფიქროთ, რადგან, ჩვენ თუ არ ვართ ჯანმრთელად და მხნედ, საქმეც არ გამოგვივა კარგად და შედეგიანად“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ვიდეო: „ძალიან გაბრაზებული ვიყავი, საკუთარ თავს ხმით ვტიროდი, სიკვდილის შემეშინდა.. გერმანიაში მითხრეს: სიკვდილზე ფიქრობ და შეწყვიტეო“ – ხათუნა სამნიძე მძიმე დიაგნოზთან ბრძოლის გზას იხსენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები