LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს, რომელსაც, შშმ პირი ორი თვის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი 6 წელი მიუსაჯეს

143
Capture

6 წელი მიუსაჯეს პირს, რომელსაც, პროკურორის განცხადებით, გერი, შშმ პირი ორი თვის მანძილზე ოთახში ჰყავდა გამოკეტილი.

მიუხედავად პროკურორის განცხადებისა, ბრალდებული გამართლდა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, თუმცა 6 წელი, არაადამიანური მოპყრობის გამო, მიესაჯა.

ფაქტი შიდა ქართლში მოხდა. სასამართლო განხილვები დასრულდა. გადაწყვეტილება საბოლოოა.

პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, მსჯავრდებული, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან აღარ სურდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოვლა, რადგან მიაჩნდა, რომ იგი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს, გერს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, თავის მოვლა და კვება, თავისუფლება აღუკვეთა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

,,2022 წლის მარტიდან 5 მაისამდე პერიოდში ჩაკეტილი ჰყავდა სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, არ ჰქონდა სათანადო მოვლა და კვება, რის გამოც იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას.” – აღნიშნა პროკურორმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს დამატებით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

პროკურორი ოთარ დოხნაძე ითხოვდა უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრებას, მან გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კერძოდ ითხოვდა იმ მუხლით გასამართლებას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

სასამართლომ განმარტა, თუ რატომ არ ჩათვალა ქმედება ,,თავისუფლების აღკვეთად”. სასამართლომ განაცხადა, რომ გამამართლებელი განაჩენი უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო მიიღო, ხოლო ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

აწ უკვე მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მის სრულ გამართლებას ითხოვდა. ან, უკიდურეს შემთხვევაში, განაჩენის შეცვლას და სასჯელის მოუხდელი ნაწილის პირობითად ჩათვლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g