LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი მითი ბედნიერ წყვილზე – ბედნიერი წყვილი არასდროს ჩხუბობს?

22

ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს „ჯანსაღ ურთიერთობასა“ და „ბედნიერ წყვილზე“, თუმცა, ორივე ფორმულა კულტურისა და საზოგადოებრივი სტერეოტიპების გავლენით ყალიბდება.

* მითი პირველი – ბედნიერი წყვილი არასდროს ჩხუბობს

რეალობა: ისინი ჩხუბობენ, თუმცა შეუძლიათ ერთმანეთის მოსმენა და პატიება. თუ წყვილი არასდროს ჩხუბობს ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ ჰარმონიული ცხოვრება აქვთ, რადგან აბსოლუტური დამთხვევა ბუნებაში არ არსებობს და საკუთარი ასლის პოვნაც შეუძლებელია. მშვიდი ცხოვრება ზედმეტი ემოციების გარეშე მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ პარტნიორები იშვიათად ინტერესდებიან ერთმანეთით და მათი ურთიერთობაც ზედაპირულია, კამათი ცოლ-ქმარს შორის კი, ნიშნავს, რომ მათ არ ეშინიათ ხმამაღლა გამოთქვან საკუთარი გრძნობები, მაშინაც კი, როცა იციან რომ სურვილები არ იქნება გათვალისწინებული. სწორედ ამგვარი სითამამე აძლევს პარტნიორებს საშუალებას გაიცნონ ერთმანეთი ახლოს და მოძებნონ ის კომპრომისი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. (ვრცლად)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები