LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გაიხსნება თუშეთის გზა, რომელიც ტბად იქცა – “300 მეტრი დაიტბორა, კიდევ 300 – ლოდებშია მოყოლილი”

27

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზა  თვის ბოლომდე ვერ გაიხსნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის ინფორმაციით,  ფშაველი–აბანო–ომალოს გზის   56 კოლომეტრზე უკვე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში ჩამოწოლილ ლოდების ააფეთქებენ.

„გზის 300 მეტრიანი მონაკვეთი დატბორილია, კიდევ 300 მეტრი კი 15 მეტრის სიმაღლის ლოდებშია მოყოლილი, საჭიროა მინიმუმ 20 სამუშაო დღე ტერიტორიის სრულად გასაწმენდად და შემდეგ ახალი გზის გასაჭრელად” –  განაცხადა ფორტუნასთან გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩამოწოლილი ზვავის შედეგად  მაისის დასაწყისში ჩაიკეტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები