LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგა კუზანოვი: „მისი გატაცებების ბოლომდე დღესაც არ მესმის, თუნდაც მისი გადავსებული გარდერობის გამო. რამდენი კაბა და ფეხსაცმელი აქვს, ვეღარ ვითვლი და სულ ვეუბნები, რად გინდა კიდევ ახალი-მეთქი…“

177
ნინო ნადირაძე

გუგა კუზანოვი ჟურნალ „სარკესთან“ სხვადასხვა თემაზე საუბრობს, მათ შორის ურთიერთობაზე მეუღლესთან, ცნობილ ტელეწამყვანსა და ექიმთან, ნინო ნადირაძესთან. 31-წლიან თანაცხოვრებას, როგორც პოპულარული პლასტიკური ქირურგი აღნიშნავს, ჰქონდა რთული პერიოდებიც:

„რა თქმა უნდა, კრიზისული ეტაპების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კრიზისული მომენტები იყო. ყველაზე დიდი, შეიძლება, ერთი კვირა არ დავლაპარაკებოდით ერთმანეთს. ამის შემდეგ, ყოველთვის ხელს ჩავკიდებდით ერთმანეთს, მივდიოდით ამ საზღვარგარეთ, ან რესტორანში, რომ აღგვენიშნა შერიგება…

მისი გატაცებების ბოლომდე დღესაც არ მესმის, თუნდაც მისი გადავსებული გარდერობის გამო. რამდენი კაბა და ფეხსაცმელი აქვს, ვეღარ ვითვლი და სულ ვეუბნები, რად გინდა კიდევ ახალი-მეთქი. ზოგჯერ თვითონაც უთქვამს, უი, სულ არ მახსოვდა, ეს ფეხსაცმელი ნაყიდი რომ მქონდაო. ეს უკვე ადამიანის ფსიქოლოგიაა.

ალბათ მეც მაქვს გართულებები, მიყვარს, მაგალითად, კარგი მანქანები. ძალიან მიყვარს ოფროუდი. მყავს კიდევ სპეციალური მანქანა, რომლითაც ტყე-ღრეში დავდივარ და დიდ სიამოვნებას ვიღებ. ნინოსთვის ეს წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იყო ბედნიერი, როდესაც სახლში ტალახიანი და ძალიან დაღლილი ბრუნდები. ამიტომ ნინოზე ვამბობ, რომ ის ასფალტის ქალია. ბუნება უყვარს, მაგრამ ბუნება მოსწონს იქამდე, სადამდეც მიდის კარგი გზა. მე კი, პირიქით, რაც უფრო ცუდი გზა, მიუვალი და საშიში ადგილებია, მისი დალაშქვრა უფრო მიყვარს.

ნინო სულ მეუბნება, მაგალითად, როცა ცუდ ხასიათზე ვარ და ვყიდულობ რამეს, მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმეო. მე კი კარგ ხასიათზე ვდგები მაშინ, როდესაც სალაშქროდ მივდივარ. ამიტომ ერთმანეთის გატაცებას პატივს ვცემთ…

ნინო სულ ამბობდა, შვილიშვილი რომ შემეძინება, მე არ ვიქნები ბებია, მე ვიქნები ბაბუას ცოლიო. ახლა კი ასე დარბის – ბებო, შენ გენაცვალე, ბებო, შენ შემოგევლეო. ძალიან სხვანაირი გახდა. შვილიშვილი ბევრი რამის წამალი ყოფილა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები