LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

701
როგორი იქნება ბათუმის კინოფესტივალის სრული პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა

ბათუმის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 27 სექტემბერი – 3 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. ფეტივალის ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი „არგანი“.

კინოჩვენებები კინოთეატრ „CAVEA GRAND MALL”-ში და ევროპის მოედანზე (ღია ცისქვეშ) გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან.

BIAFF ბათუმის კინოფესტივალი ტარდება მიუხედავად რთული ფინანსური სიტუაციისა, რაც გამოწვეულია სახელმწიფო დაფინანსების სრულად შეწყვეტით. ფესტივალის გუნდმა მოახერხა ალტერნატიული დაფინანსების მოძიება, მინიმალური ბიუჯეტის შეგროვება (სხვადასხვა საელჩოების და მხარდამჭერების დახმარებით) და ფესტივალის ორგანიზება.

BIAFF მხატვრულ ფილმების საკონკურსო სექციას შეაფასებს ხუთკაციანი ჟიური – გელა ბაბლუანი –  ჟიურის თავმჯდომარე (საქართველო), კატარინა კლიმკიევიჩი (რეჟისორი, პოლონეთი), ნიკოს პანაიოტოპულოსი, საბერძნეთი), ანჟეი სლოვიცკი, (კინომცოდნე, გერმანია), თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო)

BIAFF მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი

  1. მომაკვდავი, მათიას გლასნერი, გერმანია, 2024; 180 წთ.
  2. რედაქცია , რომან ბონდარჩუკი , უკრაინა / გერმანია / სლოვაკეთი / ჩეხეთის რესპუბლიკა, 2024; 126 წთ.
  3. გრეისი , ლეონარდო მოურამატეუსი , ბრაზილია/პორტუგალია 2024, 108 წთ.
  4. ეჭვმიტანილი, რობერტ გლინსკი, პოლონეთი, 2023; 104 წთ.
  5. საყვარელი, ლილია ინგოლფსდოტირი, ნორვეგია 2024 წელი, 100 წთ.
  6. ნაგავი და თოჯინები, მანიჯე ჰეკმათი, ირანი, 2024 წელი, 76 წთ.
  7. ის არაა, რასაც ფიქრობ,  ვუსლათ სარაჩოღლუ, თურქეთი, 2024; 108 წთ.
  8. ერთად 99, შვედეთი/დანია, 2023 წ., 115 წთ.
  9. ანტიკვარიატი, რუსუდან გლურჯიძე , საქართველო/ფინეთი/შვეიცარია/გერმანია, 2024 წ.; 132 წთ.
  10. პანოპტიკონი, გიორგი სიხარულიძე, საქართველო/საფრანგეთი/იტალია/რუმინეთი 2024 წ.; 95 წთ.

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 20 ფილმი და მას  შეაფასებს სამკაციანი ჟიური – ქშიშტოფ გიერატი – ჟიურის თავჯდომარე, რინგაილე ლესცინსკიენე (ლიეტუვა), გიორგი ოვაშვილი (საქართველო)

BIAFF მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია

  1. ალდი, გიორგი არაბული, საქართველო, 2024, 18 წთ.
  2. მკვდარი, გოგა ანთიძე , საქართველო, 2024; 17 წთ.
  3. სატყუარა, გიორგი მუხაძე /ტობი ანდრისი, საქართველო;  2024, 15 წთ.
  4. მეწაღე, ლევან ბირკაძე /ტანე სომერი, საქართველო, 2024; 10 წთ.
  5. სილეზიაში ჩარჩენილი, სანდრო ვისოცკი, საქართველო/პოლონეთი, 2024; 23 წთ.
  6. 3MWh, მარია-მაგდალენა კოჩოვა, ჩეხეთი, 2024; 12 წთ.
  7. ჩიტის გაფრენა, ლეინად პაჟარო დე ლაჰოსი, კოლუმბია, 2024; 20 წთ.
  8. ზაფხულის დასასრულის ლექსი, ლამ კანჯაო , ჩინეთი, 2024; 15 წთ.
  9. იყავი ვინმე, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი, 2024; 27 წთ.
  10. ირმის კბილი, საიფ ჰამასი , პალესტინა, 2024; 16 წთ.
  11. ქაღალდის ნავების მსგავსი სიზმრები, სამუელ სუფრენი , ჰაიტი, 2024; 19 წთ.
  12. ველური მიწისთვის, ემილ კაშკა , ავსტრია, 2024; 19 წთ.
  13. სიყვარულის ბატები, არტემ ტუმარჩენკო , უკრაინა, 2024; 25 წთ.
  14. ბედნიერი დასასრული, ანასტასია მიხალჩუკი , უკრაინა, 2024; 13 წთ.
  15. კვარა , სიყვარულისა და ფეხბურთის ისტორია, რაფაელ იარდინო /მარიო ლეომბრუნო იტალია, 2024; 11 წთ.
  16. ნომინანტი, ბირუტე კაპუსტინსკაიტე , ლეიტუვა , 2024; 15 წთ.
  17. თითქოს არ არსებობ , აზერ გულიევი, საფრანგეთი/აზერბაიჯანი, 2024; 18 წთ.
  18. პარალიზი, ამირ ალი სისიპური , ირანი, 2024; 15 წთ.
  19. ხანმოკლე მოგზაურობა, ერენიკ ბექირი, ალბანეთი, 2023; 17 წთ.
  20. ახალი საღებავის სუნი , მირის სვეჟე ფარბე, სერბეთი, 2024; 14 წთ.

საკონკურსო პროგრამის გარდა, ბათუმის კინოფესტივალზე წარმოდგენილია რამდენიმე არასაკონკურსო სექციაც – დიდოსტატთა კოლექცია, ფოკუსი – უკრაინა, ქართული პანორამა, ქართული კინოკლასიკა.

დიდოსტატთა კოლექცია

  1. “სიყვარულით ჰილდესგან”, ანდრეას დრეზენი, გერმანია, 2024; 124 წთ.
  2. “გლეხები”, DK უელჩმანი და ჰიუ უელჩმანი, პოლონეთი/სერბეთი/ლიტვა, 2023; 115 წთ.
  3. “ქიმერა”, ალიჩე რორვახერი,  იტალია/საფრანგეთი/შვეიცარია/თურქეთი, 2023; 130 წთ.
  4. „გოგონა ნემსით“, მაგნუს ფონ ჰორნი, დანია/პოლონეთი/შვედეთი, 2024 წ.; 115 წთ.
  5. “მე, კაპიტანი“, მატეო გარონე, იტალია/ბელგია/საფრანგეთი, 2023; 121 წთ.

ფოკუსი უკრაინა

  1. რედაქცია , რომან ბონდარჩუკი , უკრაინა / გერმანია / სლოვაკეთი / ჩეხეთის რესპუბლიკა, 2024; 126 წთ.
  2. რეალობა, ოლეჰ სენცოვი,  უკრაინა, ხორვატია, 2024; 90 წთ.
  3. ფაიფურის ომი, ბრენდან ბელომო, სლავა ლეონტიევი, უკრაინა/ავსტრალია/აშშ, 2024; 87 წთ.

ქართული პანორამა

  1. “გონდოლა, ვეიტ ჰელმერი, გერმანია/საქართველო, 2023; 81 წთ.
  2. “დედა-შვილი, ანუ ღამე არასოდესარ არის ბნელი”, ლანა ღოღობერიძე , საქართველო/საფრანგეთი, 2024; 89 წთ.
  3. “მარადიულნი: ყველაფრიზმი”, ბერდია კუტუბიძე , საქართველო, 2024; 90 წთ.
  4. “ნაძვის ხის სიცოცხლე და სიკვდილი, ლიტვა, საქართველო, დანია, 84 წთ.
  5. “ლურჯი მოცვი”, ელენე მიქაბერიძე , საქართველო/საფრანგეთი/ბელგია/კატარი, 2024 წ., 75 წთ.
  6. “პეპლების იძულებითი მიგრაცია”, ნანა ჯორჯაძე, საქართველო 2023 წ., 90 წთ.
  7. “სისხლის სახელით”, აკაკი ფოფხაძე, საფრანგეთი/ ბელგია/ ავსტრია, 2024 წ.; 108 წთ.
  8. “თოვლი ჩემს ეზოში”, ბაკურ ბაკურაძე, საქართველო, 2024; 124 წთ.
  9. ’ვენეცია”, რუსუდან ჭყონია, 2024 წ .; 96 წთ.
  10. “ელენე დარიანი”, ელენე თავაძე, საქართველო, 2024 წ., 15 წთ.
  11. “ყინვა და პატარა მოწაფე“, გიორგი ოვაშვილი , საქართველო, 2024; 20 წთ.
  12. “ვაზომოტორული რინიტი”, მიხეილ გაბაიძე, საქართველო, 2024 წ.; 15 წთ.
  13. “ჭაობი- აკადემია”, მირიან ორაგველიძე, საქართველო, 2024 წ., 54 წთ.
  14. “ზაზას დღიურები”, ნიკოლოზ ვერძაძე , საქართველო, 2024; 27 წთ.

ქართული კინოკლასიკა 

  1. ამბავი  სურამის ციხისა , სერგო ფარაჯანოვი/დოდო აბაშიძე, საქართველო, 1985; 88 წთ.
  2. ნატვრის ხე, თენგიზ აბულაძე, საქართველო, 1976; 107 წთ.
  3. იყო შაშვი მგალობელი , ოთარ იოსელიანი, საქართველო, 1970; 85 წთ.

ფესტივალის მხარდამჭერები – NDF (New Democracy Fund), იტალიის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ნორვეგიის კინოინსტიტუტი, დანიის კულტურის ინსტიტუტი, ასოციაცია ვისტულა, შვედეთის საელჩო, ლიეტუვას საელჩო, Fundacja Nowa Przestrzeń, ბათუმის თოჯინების თეატრი

ფესტივალის სპონსორები – კინოთეატრი  CAVEA GRAND MALL,  Arrebato Films, სასტუმრო „PIAZZA”, Mareteli Friends Winery, BigChefs Batumi, კაფე „ერთად“, კაფე „Privet iz Batumi“, სასტუმრო რედისონ ბლუ

ფესტივალის მედია პარტნიორები – რადიო ფორტუნა, აჭარის ტელევიზია, ბათუმი TV, FNE (www.filmneweurope.com), AT.GE, გაზეთი BATUMELEBI, netgazeti.ge, აჭარა თაიმსი, Billboard Georgia,

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები