ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოხუმის დაცემის 31 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „აფხაზეთის მიწას თანდათან რუსები ანაცვლებენ და მათ [აფხაზებს] განვითარების პერსპექტივას ართმევენ“:
„სოხუმი „დაეცა“, ერთი შეხედვით ჩვენთვის, რადგან გენოციდი ქართველების მოეწყო, თუმცა სოხუმი (აფხაზეთი) აფხაზებისთვისაც დაეცა. მათ თანდათან ანაცვლებენ რუსები და სხვა კავკასიელები და ეპატრონებიან მიწას, მათ განვითარების პერსპექტივას ართმევს რუსეთი.
სამოთხის მსგავსი აფხაზეთი სიძულვილით მოჯადოებული და მომავლისა და განვითარებისთვის მიუვალი, ჩაკეტილი მიწაა ამჟამად და ეს ასე იქნება მანამ, სანამ არ აღდგება ის ბალანსი, როგორიც ომამდე იყო, სანამ ცოცხლად დარჩენილი ქართველები არ დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებს, სანამ რუსული ბოროტებისგან არ გავთავისუფლდებით აფხაზებიც და ჩვენც.“- წერს ნათია ფანჯიკიძე.
ფოტოები: ჯონ ჯონსი, The Sunday Times
სოხუმი "დაეცა", ერთი შეხედვით ჩვენთვის, რადგან გენოციდი ქართველების მოეწყო, თუმცა სოხუმი (აფხაზეთი) აფხაზებისთვისაც…
Posted by Natia Panjikidze on Thursday 26 September 2024