LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. იმ თანხასაც, რასაც მთავრობა მაძლევს, სრულად გამოვიყენებ ქველმოქმედებაში“ – მერაბ დვალიშვილი

112
მერაბ დვალიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიასათვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ, UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ თანხას საქართველოში პატარ-პატარა დარბაზების გასახსნელად და ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს. დვალიშვილმა აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კობახიძე: „მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“

„მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში“,- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები