შვედურმა კომპანია Koenigsegg-მა ორი წლის წინ წარმოდგენილი Regera-ს ყველა მოდელი გაყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში ასეთი 80 ჰიპერქარის აწყობა იგეგმება. Koenigsegg Regera-მ ჰიბრიდული მოწყობილობა მიიღო, რომელიც 5.0 მოცულობის ბიტურბირებულ V8 ძრავზე მუშაობს. გარდა ამისა, სიახლე სამი ელექტრო ძრავითაც არის აღჭურვილი, რომლებიც ჯამში 670 ცხენის ძალას ავითარებენ. ავტომობილის ცხენის ძალების სიმძლავრე მთლიანობაში 1500-ს აღწევს და ნულიდან ას კილომეტრს 2,8 წამში, 300 კილომეტრს 10 წამში, ხოლო 400 კილომეტრ/საათს 20 წამში ავითარებს. Koenigsegg Regera-ს ფასი 2 100 000 ევროა.
შეგახსენებთ, შვედური კომპანია ასევე ჰიპერქარებს Agera RS-სა და კუპე One-ს აწარმოებს და Koenigsegg-ის მოდელებზე რიგი 2021 წლამდეა შევსებული.