„12 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, დაიცვას ქვეყნის ინტერესები, შეინარჩუნოს მშვიდობა:
„12 წლის შემდეგ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, ეს არის მთავარი პრობლემა, საიდანაც ერთი გამოსავალია – არც ბიძინა და არც მიშა, ქუდზე კაცი 26-ში, ეს არის გამარჯვების ფორმულა“ – ზვიად ძიძიგური
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ძიძიგურმა განმარტა, „12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს“.
„მე ვიტყოდი, რომ ასეთი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის მხრიდან 2012 წლის შემდგომ არ ჰქონია, რადგან საზოგადოება ჯერ კიდევ ხედავს საფრთხეს, გამოწვევებს და სირთულეებს, რომელიც არსებობს და ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც რეალურად შეუძლია, დაიცვას ქვეყნის ინტერესები, შეინარჩუნოს მშვიდობა და ქვეყანა განავითაროს ეკონომიკურად“. – განაცხადა კახა კალაძემ.