LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტო დაადო – პრეზიდენტმა აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს უკან „მოტივირებული შენიშვნების“ გარეშე დაუბრუნა

137
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს უკან დაუბრუნა.

ცნობისთვის, უკან დაბრუნებულ პროექტს პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები არ ახლავს თან, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო.

ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რისთვისაც მას 5 დღიანი ვადა აქვს.

პოპულარულები