Honda-ს ქარხანამ მუშაობა კიბერშეტევის გამო შეწყვიტა. საინფორმაციო სააგენტო „ასაჰის“ ინფორმაციით, პირველი შეტევა იაპონიაში მდებარე სათაო ოფისზე განხორციელდა, მოგვიანებით კი ჰაკერებმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მდებარე ობიექტებსაც შეუტიეს. ბოროტმოქმედებმა ჰონდას საინფორმაციო ბაზები დაბლოკეს და ინფორმაციის სანაცვლოდ დიდი რაოდენობით გამოსასყიდი მოითხოვეს. კიებრშეტევის გამო ქარხანამ მუშაობაც შეწყვიტა და ფუნქციონირება მხოლოდ მოგვიანებით განაგრძო.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საუბარი ვირუს Wannacry-ზეა. ეს სწორედ ის ვირუსია, რომელმაც 12 მაისს 150 ქვეყანას შეუტია და 200 000 მომხმარებელი ქსელის გარეშე დატოვა.
