90-იანი წლების ტოპ-მოდელი, კეიტ მოსი ძველ ჩვევებს ვერ გადაეჩვია. 50 წლის ვარსკვლავი ღამის კლუბებს ხშირად სტუმრობს და ალკოჰოლური სასმელების დიდი მოყვარულია.
ამჯერად მოსი დასთან ერთად, ნიუ-იორკის ღამის კლუბში დააფიქსირეს. ის ერთსა და იმავე კლუბს, მიმდინარე კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ესტუმრა. ფოტოებში ჩანს, რომ კეიტის დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ის დაცვას გამოჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად მოდელს თან არ ახლდა შეყვარებული, გრაფი, ნიკოლაი ფონ ბისმარკი.