LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატლასის ვარდისფერი კაბა, ბრილიანტები და 50-იანი წლების ვარცხნილობა – 50 წლის კეიტ მოსმა მერილინ მონროს საკულტო იმიჯი გაიმეორა

144
page

კეიტ მოსმა კოსმეტიკური ხაზის, Charlotte Tilbury-ის ახალ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. 90-იანების გამორჩეულმა ტოპ-მოდელმა მერილინ მონროს საკულტო იმიჯი გაიმეორა ფილმიდან „მამაკაცები ირჩევენ ქერებს“.

რეკლამაში მოსს ატლასის ვარდისფერი კაბა, ბრილიანტის სამკაულები და 50-იანი წლების ვარცხნილობა ამშვენებს.

ცნობისთვის, მოსს გასულ კვირას 50 წელი შეუსრულდა. იუბილე მან მეგობრებისა და შეყვარებულის, ნიკოლაი ფონ ბისმარკის გარემოცვაში, პარიზში მდებარე პრესტიჟულ სასტუმრო „რიცში“ აღნიშნა.

კეიტ მოსმა 50 წლის იუბილე პარიზში, „შიშველ კაბაში“ გამოწყობილმა, 36 წლის ნიკოლაი ფონ ბისმარკის გარემოცვაში აღნიშნა

ვიდეო: კეიტ მოსისა და ელტონ ჯონის ბრწყინვალე კოლაბორაცია ახალ რეკლამაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები