LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერილინ მონროთი შეპყრობილი კიმ კარდაშიანი ახალ ფოტოებს ავრცელებს

152
page

კიმ კარდაშიანმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების ახალი სერია გაავრცელა. 43 წლის რეალითი შოუს ვარსკვლავმა კვლავ ლეგენდარული მერილინ მონროს იმიჯო მირგო. ამჯერად კიმმა ფოტოობიექტივის წინაშე „შიშველი კაბა“ და ლეოპარდის პრინტიანი საცურაო კოსტიუმი მოიხდინა. კარდაშიანს თმაც მონროს საკულტო ვარცხნილობის მსგავსად ჰქონდა გაკეთებული.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა კიმი მონროს იმიჯს ირგებს, 2022 წლის „მეტ გალაზე“ ის მერილინის საკულტო კაბით გამოჩნდა.

„ეს დიდი პრივილეგიაა, მე მუდამ მადლიერი ვიქნები. ეს არის საშუალება, ჩემი შინაგანი მერლინი აღმოვაჩინო…“,– განაცხადა მან ორი წლის წინ.

სანამ მის კაბას მოვირგებდი, ზოგმა მერილინ მონროს არსებობის შესახებ არც კი იცოდა

ფოტო: „ეს არის საშუალება ჩემი შინაგანი მერლინი აღმოვაჩინო“ – კიმ კარდაშიანმა მერლინ კონროს გარდერობი შტურმით აიღო 

კაბა 5 მილიონად – „მერლინ მონროს საკულტო კაბის ჩაცმა სარისკო იყო“ – ახალი დეტალები კიმ კარდაშიანის ავანტიურულ გადაწყვეტილებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები